„ლივერპული“ არ აგებს პრემიერლიგაში 34 მატჩია, აქედან 29 მოიგო.
სალაჰმა „ლივერპულში“ 83-ე და 84-ე გოლები გაიტანა და ლუის სუარესს გაუსწრო.
კლოპმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე გააგრძელა.
ჰენდერსონი მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც „ლივერპულში“ 150 მატჩი მოიგო. მას საუკეთესო პროცენტი აქვს.
„ლესტერის“ მცველი სეუნჯი ყველაზე სწრაფია პრემიერლიგაში ამ სეზონში. 23 წლის მცველმა 37.49 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია. მეორეა „საუთჰემპტონის“ ფორვარდი შეი ლონგი (37.33 კმ/სთ). ხუთეულში არიან: ფილიპ ფოდენი და კაილ უოკერი (სიტი) და ბორნ ენგელსი (ასტონ ვილა).
ლინდელოფი პრემიერლიგის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 1000+ წუთი გაატარა მოედანზე და ერთხელაც ვერ მოატყუეს.
აზარი „ჩელსის“ ფანებს: „რეალის“ შემდეგ დავბრუნდები. ვუყურებ „ჩელსის“ მატჩებს, როდესაც ვახერხებ“.
ლემპარდს უნდა ზაფხულში ახალი მეკარე იყიდოს (Bleacher Report).
„სიტი“ და „მილანი“ დაინტერესებული არიან „ატალანტას“ ფორვარდით. პიკოლი უეფას ახალგაზრდული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.
Diario Sport: „ბარსა“ ფედერაციაში იჩივლებს „სოსიედადთან“ მატჩში მსაჯობის გამო.
ალვარო მორატა და ფაკუნდო ფერეირა ლა ლიგაში თავით გატანილი გოლებით ლიდერები არიან.
გრიზმანმა პირველად გაიტანა „ბარსაში“ ზედიზედ ორ მატჩში.
ლევანდოვსკი მესამე ადგილზე გადავიდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირებში, პოლონელი ჰაინკესს გაუთანაბრდა.
კოუტინიო პირველი ბრაზილიელია ელბერის შემდეგ, რომელმაც „ბაიერნში“ ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ბაიერნი“ კოუტინიოს საკითხს გაზაფხულამდე არ გადაწყვეტს. შესაძლოა კლუბმა ის 80-100 მლნ ევროდ იყიდოს.
პსჟ იკარდის იანვარში 70 მლნ ევროდ გამოისყიდის, მაგრამ ვანდა „იუვენტუსისა“ და „რეალის“ ინტერესს ელოდება (Tuttosport).
მბაპე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია 50 წელიწადში, რომელმაც ლიგა 1-ში 70 გოლი გაიტანა.
დელე ალიმ „ტოტენჰემში“ 200 მატჩი ითამაშა, არადა ის ჯერ 23 წლისაა.
ნეიმარმა პენალტი ვერ გაიტანა ბოლო 2 წელიწადში პირველად.
„აიაქსმა“ წააგო 3 მატჩი ზედიზედ და ვერ გაიტანა პირველად 63 წელიწადზე მეტია.
„ლიონის“ ფანებმა გუნდის მცველ მარსელოს ბანერი მიუძღვნეს: „თითები შენი ცოლისთვის შეინახე“.