LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტირანი ატყუებს თავის ხალხს, მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს“ – სტინგმა ვარშავაში კონცერტი შეაჩერა და მსმენელს მიმართა

145
page
სტინგმა ვარშავაში კონცერტი გამართა. მსვლელობისას კი მსმენელს სცენიდან მიმართა, მან უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუთქვა, რუსეთს კი ოკუპანტი უწოდა.
„ტირანი ატყუებს თავის ხალხს, მსოფლიოს და უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს. თუ ვინმე არ ეთანხმება ტირანს, მას ემუქრება დაპატიმრება და სიკვდილიც კი. ჩვენ უნდა გავრისკოთ და დავიცვათ ჩვენი უფლება, ვთქვათ სიმართლე. ომი უკრაინაში, ეს არის აბსურდი. თუ ჩვენ ამ სიცრუეს გადავყლაპავთ, ის ჩვენ მოგვინელებს. სიმართლემ უნდა გაიმარჯვოს. შეუძლებელია ჩვენ ეს ბრძოლა წავაგოთ“, – აცხადებს სტინგი
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსმა და მისმა მეუღლემ უკრაინის დახმარების ფონდში სოლიდური თანხა გადარიცხეს. მანამდე კი მან უკრაინას სიმღერას მიუძღვნა.

სტინგმა და მისმა მეუღლემ უკრაინის დახმარების ფონდში სოლიდური თანხა გადარიცხეს

ვიდეო: „ერთი ადამიანის სისხლიანი გადაწყვეტილების გამო, ეს სიმღერა კვლავ არის ჩემი ლოცვა კაცობრიობისთვის“ – სტინგი უკრაინას სიმღერას უძღვნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები