LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტიპიც ხარ და არაკაციც, “გამოდი გარეთ, აგხევ ნაკერებზე” – დაპირისპირება სემეკის სხდომაზე (ვიდეო)

340
სემეკიი

სიტყვიერი დაპირისპირება სემეკის სხდომაზე – “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავასა და სემეკის კომისიის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. გიორგი გუგავა გაზის ტარიფთან დაკავშირებით კითხვას სვამდა, რა დროსაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ის დემაგოგიას ეწევა.

“არ გრცხვენიათ, გავიგეთ, მაგრამ არ დაიღალეთ ამ დემოგოგიით? ტიპიც ხარ და არაკაციც”– მიმართა სემეკის კომისიის წევრმა გიორგი გუგავას.

“გამოდი გარეთ, აგხევ ნაკერებზე”– ასე უპასუხა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.

სიტყვიერი დაპირისპირება დარბაზში მსხდომებმა განტვირთეს და გიორგი გუგავა ადმინისტრაციულ ორგანოში ხმაურისთვის დარბაზიდან გაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები