“ქეთევან ციხელაშვილი, სუს-ი თავდაცვაში, შენი დანიშვნის სიხარულმა შემიმსუბუქა” – ასე გამოეხმაურა თავდაცვის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დანაშვნას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დღეს წარადგინა. თინა ხიდაშელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია შეცვლის, ხოლო პაატა ზაქარეიშვილის პოსტს მისი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაიკავებს.