ბოლო ერთი კვირაა, ვენსან კასელისა და მისი ახალგაზრდა, აწ უკვე ყოფილი ცოლის, ტინა კუნაკის სოციალური ქსელების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა მიპყრობილი.
ამჯერად 56 წლის მსახიობმა „ინსტაგრამზე“ უახლესი ფოტოები გაავრცელა. ვენსანი გამოცემა Ela O Globo-ს გარეკანზე მოხვდა. ფოტოებში კასელი შესანიშნავად გამოიყურება. მას ყოველდღიური ტანისამოსი აცვია.
„უკვე მარტოხელა ვენსანი“, „ტინასთან განშორება მოუხდა“, „საოცრად სიმპათიურია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ვენსანმა „ინსტაგრამზე“ მეუღლის ყველა ფოტო წაშალა. მედია განშორების მიზეზად კასელის მხრიდან ღალატზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას რომანი 42 წლის მსახიობთან ევა გრინთან აქვს.
ევა გრინმა კი რამდენიმე კვირის წინ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, რომელიც ნიშანდობლივი და აქტუალური ახლა გახდა. ბლიც ინტერვიუში ისინი ბევრს იცინიან. მათ შორის მჭიდრო კავშირი თვალსაჩინოა.
ვენსანმა ყველა ფოტო წაშალა, ტინამ კი არა – ნახეთ რომელი ფოტოების წაშლა დაენანა ტინა კუნაკს
როდის დაიწყო ვენსან კასელისა და ევა გრინის რომანი – ახალი დეტალები