LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა მახარაძე: „ერთხელ და ბოლოჯერ გიპასუხებთ – ჩემს სწავლას არ აფინანსებს „ქართული ოცნება“

2365
tinamakharadzenewsjune

მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც აშშ-ში საქართველოს განათლების ეროვნული ცენტრის დაფინანსებით სწავლობს, ეკო ბერუაშვილს პასუხობს, რომელმაც მსახიობს ჰკითხა, რატომ მიიღო დაფინანსება „ქართული ოცნებისგან“, რომელიც ასე სძულს.

თინა მახარაძე:

„ასეთი ტიპის შეკითხვებს ვიღებ პირდაპირ და ირიბად ბოლო სამი წელია და არასდროს გამჩენია სურვილი, მეპასუხა. იმიტომ რომ ა) ვერ ვარ ტოლერანტული უსაზღვრო სისულელის მიმართ, ბ) არ ვარ ვალდებული, საქართველოს მოსახლეობა დავააფდეითო ჩემი ცხოვრების დეტალებით, მაგრამ ამ ერთხელ და ბოლოჯერ გიპასუხებთ.

ჩემს სწავლას არ აფინანსებს „ქართული ოცნება“. მე მივიღე გრანტი განათლების საერთაშორისო ცენტრისგან, რომელიც საქართველოში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროფესიონალური ინსტიტუციაა და ყოველთვის მათი მადლიერი ვიქნები, რომ სრულიად ობიექტურად შეაფასეს და აარჩიეს ჩემი აპლიკაცია, ისევე როგორც ეს დანარჩენი აპლიკანტების შემთხვევაში მოხდა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი არ აფინანსებს ლოკალურად ცნობილ ფიგურა თინა მახარაძეს, რომელსაც სძულს ქართული ოცნება.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა დააფინანსა საქართველოს მოქალაქე თინათინ მახარაძე, მის მიერ წარდგენილი უამრავი დოკუმენტაციის, ნამუშევრებისა და მსოფლიო კინოინდუსტრიის პროფესიონალების მიერ გაგზავნილი სარეკომენდაციო წერილების საფუძველზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრს ერთბაშად არ მოუცია ჩემთვის სამწლიანი მაგისტრატურის საფასური. ყოველი ახალი აკადემიური წლის დასაწყისში ახლიდან შევავსე და გავგზავნე აპლიკაცია, ახლიდან წარვადგინე ახალი ნამუშევრები, სარეკომენდაციო წერილები, ნიშნების ფურცლები უმაღლესი GPA-ით, ახლიდან გავიარე მთელი რიგი საკონკურსო ბიუროკრატია და ამ აურაცხელი დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ცენტრმა ახლიდან გადაწყვიტა, რომ მე ვიმსახურებ მათ მხარდაჭერასა და სწავლის დაფინანსებას. შრომა, რომელიც მე მაქვს ჩადებული ჩემს სწავლასა და გრანტების მიღებაში, არის რთულად წარმოსადგენი და ნიშნავს სამწლიან უძილო ღამეებს, არაადამიანურ მუშაობას, სტრესს და რაც მთავარია, ამ შრომის ბრწყინვალე შედეგს. როგორც ბაკურ სვანიძე იტყოდა, ბ რ წ ყ ი ნ ვ ა ლ ე შედეგს.

(One more time: განათლების საერთაშორისო ცენტრი აფინანსებს საქართველოს მოქალაქე ინდივიდუალებს მათ მიერ წარმოდგენილი აპლიკაციების საფუძველზე, მათი პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა და სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად. და უღრმესი მადლობა მათ ამისთვის!)

გაითვალისწინეთ, რომ გრანტი არ მიმიღია მხოლოდ საქართველოდან, ასევე ვარ Made in NY Scholarship Fund გრანტის, ასევე MOME გრანტის, ანუ The City of New York Mayor’s Office of Media & Entertainment გრანტის მფლობელი. ანუ მე დამაფინანსა ჯერ ნიუ იორკის მერიამ, შემდეგ – საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრმა, მერე ისევ ნიუ იორკის მერიამ და ა.შ.

რატომ მაფინანსებენ? იმიტომ, რომ ვიმსახურებ.

რატომ მძულს ქართული ოცნება? იმიტომ, რომ როგორც პუტინისტები და ქვეყნის მტრები, იმსახურებენ უკიდეგანო სიძულვილს.

რა შუაშია განათლების საერთაშორისო ცენტრი ამ ყველაფერთან? არაფერ შუაში.

მე რაში დავხარჯე ეს ამდენი გრანტი? მხოლოდ სწავლასა და შრომაში, რომ გამოვადგე ჩემს ლამაზ სამშობლოს. Bye“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები