თინა მახარაძე წერს, რომ „ლგბტ საქართველოს“ ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ დავით შუბლაძისა და მისი იტალიელი შეყვარებულის საქორწინო კონტრაქტი თავად გადაამოწმა. მსახიობი, რომელიც ამჟამად აშშ-ში სწავლობს, აღნიშნავს:
„ჩემი მეგობარი, ქართველი ლგბტ აქტივისტი ნიუ იორკში თავის ბოიფრენდზე დაქორწინდა. მათ ჩოხები ეცვათ, ქართული ნაციონალური სამოსი, რომელიც „სუპერმამაკაცურობის“ სიმბოლოა“. ძალიან მაგარია.
საუკეთესო ბიჭები <3
ძაან ამაყი ვარ, რომ ამათი საქორწინო კონტრაქტი მე დავამოწმე აგერ აქვე, ჩემს სახლთან, ბუშვიკში.
ქორწილში ბოლო მომენტში ვეღარ წავედი გაუთავებელი გადაღების გამო, თორემ სულ ცერებზე უნდა მეცეკვა პირში დანაგარჭობილს“.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ დავით შუბლაძემ აშშ-ში იტალიელ შეყვარებულზე იქორწინა. ორივე მათგანს ცერემონიაზე ჩოხები ეცვა. ეს გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა.