LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: “ვიცი გაგიხარდებათ, ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე… ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო!”

10761
BeFunky-collage (11)

თინა ხიდაშელი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მორიგ პოსტს ავრცელებს და წერს,რომ ბოლო 2 დღეა დადებითი დინამიკა აღენიშნება.

“ჩემი კოვიდ ისტორიები!
– ვიცი გაგიხარდებათ და მგონი უკვე შემიძლია ვიფიქრო, რომ 2 დღეა დადებითი დინამიკა მაქვს. ცოტათი ფეხზე ადგომაც დავიწყე და კლინიკაში მორიგ გამოკვლევებზე ჩემი ფეხით წავედი. ?
– თუ აღარაფერი გართულდა, და იმედია აღარ გართულდება ჩემი ჯადოქარი ექიმების წყალობით, იქნებ სამიოდ კვირაში გამართულმაც კი ვიარო!
– ფრთხილი ოპტიმიზმით იმედიანად ვარ!!!
– ამასობაში ძალიან ბევრი ხალხი გამომელაპარაკა ავერსში, რაც ბუნებრივია მახარებს, მაგრამ მგონი ახალი სინდრომი გამიჩნდა არც ერთი ადამიანი არ მახსოვს ვინც ნახევრად კონსპირაციული ხმით მიყვებოდა როგორ დაღუპეს მსოფლიო მასონებმა და ბოროტებმა. თქვენც ასე ხართ?” ?- წერს ხიდაშელი.

თინა ხიდაშელს კორონავირუსი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაუდასტურდა და საავადმყოფოში მკურნალობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები