საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული აქსესუარები, საავადმყოფო და მძიმე 2 წელი ადამიანების თანადგომით უკან მოიტოვა.
ამის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს და მეუღლესთან დავით უსუფაშვილთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოებს გვიზიარებს.
„It’s official!
საავადმყოფო… საწოლი… სავარძელი… ორი ჯოხი… ერთი ჯოხი… ხელკავი…მძიმე და სასტიკი ორი წელი…
ბოლომდე გამართული ახლაც ვერ დავდივარ, მაგრამ ეს აღარ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ეს ყველაფერი უკან მოვიტოვე, თქვენი დახმარებით და თანადგომით!
ექიმებმა წადი სახლში და ერთი წელი აქ აღარ გნახოთო! და კი იმსახურებდა ეს ამბავი ორ დღიან გაპარვას და აღნიშვნას!“, – წერს თინა ხიდაშელი.
კარგი ამბავი გვაქვს, ფუნქცია, რომელიც ფაქტობრივად მკვდარი და უიმედო იყო, აღდგა – თინა ხიდაშელი
It’s official!
საავადმყოფო… საწოლი… სავარძელი… ორი ჯოხი… ერთი ჯოხი… ხელკავი…მძინე და სასტიკი ორი წელი…
ბოლომდე…Posted by Tinatin Khidasheli on Tuesday, July 25, 2023