LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი: „კობახიძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი გახდება – მას გარანტიები მიღებული აქვს“

830
თინა ხიდაშელი და ირაკლი კობახიძე

„კობახიძეს გარანტიები მიღებული აქვს, რომ თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ბოლომდე მიიყვანს, თანამდებობა მისია“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ა/ო „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე: „თუ პრეზიდენტი გრიგორიადისს შეიწყალებს, ასეთი სიგნალის გაშვება პირდაპირ რევოლუციური პროცესების წახალისებას ნიშნავს“

როგორც მან „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, კობახიძეს სჯერა, რომ პრეზიდენტი გახდება. ხიდაშელის აზრით, ვინც მას [კობახიძეს] პრეზიდენტობის თანამდებობის ხელში ჩაგდებას შეჰპირდა, „გადაგდებები სჩვევია“.

უსუფაშვილი: „კობახიძემ თვითონ მოიყვანა ზურაბიშვილი პრეზიდენტად, თვითონ იყო ჩამოკიდებული ბილბორდზე, ესე იგი თუ რაიმე ცუდი გეგმაა, კობახიძეა ამის ავტორი“

„ოცნების“ პროპაგანდაა, რომ „დემოკრატიული სამყარო არის მტერი და საფრთხე საქართველოსთვის და ასეთ დროს გადარჩენა არის ჩრდილოეთში - რუსეთში ან აღმოსავლეთში“.

„ის [კობახიძე] რომ იქნება [პრეზიდენტი)] ამის საფუძველს არაფერი არ მაძლევს, მაგრამ მას ასე სჯერა. მოსაზრება არ არის, ზუსტად ვიცი, რომ ამ წუთის მდგომარეობით, მას გარანტიები მიღებული აქვს. მან იცის, მისთვის ნათქვამი აქვთ, რომ მიიყვანე ეს საქმე ბოლომდე და ეგ თანამდებობა შენია.

ეს რომ ასე იქნება ამაში არ დარწმუნებული ვარ, იმ კაცს, ვინც მას შეჰპირდა, გადაგდებები სჩვევია და ჩვეულებრივი ამბავია მისთვის, მაგრამ ახლა, ამ წუთის მდგომარეობით, ეს გაგიჟება და მოწადინება კობახიძის მხრიდან ამით არის მოტივირებული“. – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

„გამაცნეს კოპალეიშვილის პოზიცია, აბსოლუტურად უსუსური მსჯელობაა.. სერიოზულად ვერც განვიხილავ ამ ე.წ არგუმენტებს“ – ირაკლი კობახიძე  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები