კრემლის პროპაგანდისტი, წარმოშობით ქართველი მედია მენეჯერი თინა კანდელაკი „ტელეგრამზე“ ახალი მატარებლის შესახებ წერს, რომელიც სოჭიდან გაგრის მიმართულებით დაინიშნა. ის რუს ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლისკენ მოუწოდებს და თავად აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს.
„როგორც იქნა, ძალიან მალე სოჭი-გაგრის მიმართულებით ახალი მატარებელი „ლასტოჩკა“ იმოძრავებს. გვპირდებიან, რომ ის უკვე აპრილიდან ამოქმედდება. ახლა უკვე ტურისტებს აქვთ შესაძლებლობა, გათბნენ ულამაზესი თეთრი კლდეების გარემოცვაში და დააგემოვნონ ნამდვილი აფხაზური ხაჭაპური. კარგი, ისაა რომ მატარებლით თქვენ ისე გაივლით სასაზღვრო კონტროლს, რომ მატარებლიდან ჩამოსვლა არ დაგჭირდებათ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მალე ამ ულამაზესი ქვეყნის მიმართულებით, სხვა ქალაქებიდან ახალი რეისებიც დაინიშნება” – წერს კანდელაკი.
„რუსული ქალაქები იბომბება! რა გეგმა აქვს თავდაცვის სამინისტროს ჩვენს დასაცავად?“ – თინა კანდელაკი
თინა კანდელაკი: „გულს ვერ უბრძანებ, ხალხის გულებში ბორშჩი რუსული კერძია და არა უკრაინული“