LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკი: მრცხვენია იმის გამო, რაც თბილისში პოზნერის ვიზიტს მოჰყვა

788
3ea5745f9c337832ad903e93497c

რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი საქართველოში რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს გამოეხმაურა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედია წერს, რომ თინა კანდელაკს რცხვენია იმ ხალხის გამო, რომელმაც პოზნერს საპროტესტო აქცია მოუწყო. მისივე თქმით, პოზნერმა საქართველოს შესახებ იმათზე ბევრად მეტი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც “მოულოდნელად გადაწყვიტა, პოზნერის მიმართ უპატივცემულობა გამოეხატა”.

”მე მრცხვენია იმის გამო, რაც გუშინ მოხდა თბილისის სასტუმროში, სადაც ვლადიმირ პოზნერი იმყოფებოდა. ჩვენ, ქართველები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სტუმართმოყვარეობით. შესაძლოა, ბევრ რამეში შეგეპაროთ ეჭვი, მაგრამ არა იმაში, რომ ჩვენ ვართ ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხი. ეს ჩვენი აღზრდისა და დამოკიდებულების ნაწილია.

ახლა კი ვხედავ, რომ ჩვენ გამოვავლინეთ სამარცხვინო დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, რომელსაც საქართველო მთელი გულით უყვარს.

მან საქართველოს შესახებ უფრო ბევრი იცის, ვიდრე იმ ხალხმა, ვინც მოულოდნელად გადაწყვიტა, უპატივცემულობა გამოეხატა მის მიმართ” – რუსული მედიის ცნობით, კანდელაკი ამას Telegram– ზე წერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები