კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი თინა კანდელაკი ამჯერად 9 მაისის შესახებ პოსტს აქვეყნებს და იმ ფილმებს მიმოიხილავს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს არის შექმნილი. კანდელაკი ამბობს, რომ ტელეარხი „ტეენტე“, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, 9 მაისისთვის სწორედ ამ ფორმატის ფილმებს გაუშვებს ეთერში.
„როცა ერთი ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებებს, გააუქმოს და გარიყოს მეორე, ეს კარგად არ სრულდება მისთვის, ვისაც თავი რჩეული ჰგონია. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც მსოფლიოსთვის მოაქვთ ომი, არიან ის ქვეყნები, რომლებსაც მოაქვთ მშვიდობა. რუსეთი სწორედ ასეთი ქვეყანაა, ჩვენ მშვიდობის მხარეს ვართ!..“ – წერს კანდელაკი.
თინა კანდელაკი რუს ტურისტებს გაგრაში ეპატიჟება და აფხაზეთს ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიებს
თინა კანდელაკი: „გულს ვერ უბრძანებ, ხალხის გულებში ბორშჩი რუსული კერძია და არა უკრაინული“