LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ღვინიაშვილი: „ჩვენი გაუპატიურებული ბავშვები, ქალები, ნაწამები ჯარისკაცები არ ვაღიარეთ და ყოველ ჯერზე მასპინძლებად დავხვდით რუსებს…“

618
tina

თინა ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში წერს უკრაინაში განვითარებულ საზარელ მოვლენებზე და აღნიშნავს, რომ საქართველოში აქ მომხდარი ვერც ერთი ომი ვერ გავიაზრეთ…

„პატარა გოგოების მასობრივ გაუპატიურებაზე რომ ვკითხულობთ ამბებს, იმ ინფორმაციას რომ ხარშავს ჩვენი გონება, რომ თერთმეტი კაცი ცხრა წლის გოგოს აუპატიურებდა და ჩვენც გაეროს, ნატოს მსგავსად უბრალოდ გული გვტკივა და ვწუხვართ, იმის ნაცვლად, რომ როგორც დღეს ჩემმა მეგობარმა თქვა, ახლა ავდგეთ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა და ჩავიდეთ უკრაინაში, აი, ასე – მასიურად, კოლონებად, მილიონობით ადამიანი ავეფაროთ რუსების თოფებს წინ, მანამ სანამ ბავშვებამდე მიაღწევენ, რათა სხვა გოგოებმა და ბიჭებმა, შვილებმა, დისშვილებმა, ძმისშვილებმა იგივე ტანჯვა არ გამოიარონ – ყველაფრის ღირსნი ვართ, ყველანაირი დასასრულის და მართლა ჩალის ფასიღა გახდა სიცოცხლე.

ნუკი კოშკელიშვილი: „გინდათ ეს სიმშვიდე და სისხლისმსმელ პედოფილ დემონებთან მოკავშირეებად ყოფნა?“

ეგ იმიტომაც, რომ არც ერთი ჩვენი ომი არ გავიაზრეთ, ჩვენი გაუპატიურებული ბავშვები, ქალები, ნაწამები ჯარისკაცები არ ვაღიარეთ და ყოველ ჯერზე მასპინძლებად დავხვდით რუსებს.

ნამდვილად ყველამ ერთად დავიმსახურეთ ასეთი დასასრული. მშობლებმა, რომლებმაც შვილებს ღირსება არ ასწავლეს, მასწავლებლებმა, რომლებმაც თავიანთ მოსწავლეებს პატრიოტიზმი მხოლოდ საზეპირო ლექსებად გააცნეს, მოქალაქეებმა, რომლებიც არჩევნებზე არ წავიდნენ და ა.შ. ყველამ, ყველამ დავაშავეთ და ახია ჩვენზე.

ადამიანად ყოფნა მხოლოდ ეს ყოფილა – ქუჩებში ხელებშეკრულ მკვდრებზე და თერთმეტი კაცისგან გაუპატიურებულ, მუცელგამოფატრულ ცხრა წლის გოგოზე ტირილი“.

ნინო თარხნიშვილი: „ახლა რომც მოკვდეს, ვირას ზურგი ინახავს თორმეტნიშნა რიცხვს, წინ პლუსით, როგორც ზღაპრული ხახვის ფურცლებს, გზის გასაგნებად, გადასარჩენად…“

გოჩა აბულაძის მიმართვა რუს არტისტებს: „რა გემღერებათ? სპექტაკლების შემდეგ რესტორნებში რომ გადაინაცვლებთ და ტუჩ-მოქონილ-შემთვრალი ღლიცინს აღავლენთ ზეცაში, აი, მანდ ჩანს თქვენი რეალური სიფათი და მწუხარება!“