ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტარი თინა ბოკუჩავა სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მას თითქოს ვალი გაუნულდა.
“აი როგორ გამოიყურება “ფეიკ ნიუსი”,- წერს თინა ბოკუჩავა.
ის სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ „საქართველოს ბანკიდან“ სესხი არასოდეს აუღია.
„საქართველოში პირველი ხელფასის აღების დღიდან 2004 წელს დღემდე TBC ბანკში მაქვს ანგარიში და შესაბამისად, ყველა სესხი (მათ შორის მიმდინარეც) აღებული მაქვს ამავე ბანკის გამოყენებით“,- წერს ბოკუჩავა.
https://www.facebook.com/tina.bokuchava.5/posts/10156930462578410