„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარტია „საქართველოსთვის“ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ბევრ კითხვას სცემს პასუხს.
მისი თქმით, პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს.
„როდესაც პუტინის პირად პატიმარს თავს ესხმი და ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი, ეს განცხადება ბევრ კითხვას პასუხს სცემს. პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური ჯგუფის, წევრმა მიხეილ დაუშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება მოითხოვა.