Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თინა ბოკუჩავა: კანდიდატის სტატუსი არის შანსი ევროკავშირისგან, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს შეცვალოს ხელისუფლება და სახლში გაუშვას რუსული რეჟიმი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა: კანდიდატის სტატუსი არის შანსი ევროკავშირისგან, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს შეცვალოს ხელისუფლება და სახლში გაუშვას რუსული რეჟიმი

143
თინა ბოკუჩავა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არის შანსი, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს შეცვალოს ხელისუფლება და სახლში გაუშვას რუსული რეჟიმი“.

როგორც ბოკუჩავამ პარტიის თბილისის ორგანიზაციის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ეს არის შანსი, შევქმნათ კოალიციური, პროევროპული მთავრობა, რომელიც ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს გახსნის“.

„გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს მართლაც ძალიან დიდი მონაპოვარია თითოეული თქვენგანის – ქართველი ხალხის მონაპოვარი და სულ ტყუილად, ფუჭად ცდილობს, მიიწეროს „ქართულმა ოცნებამ“ ქართველი ხალხის მონაპოვარი, რადგან ეს გამარჯვება თქვენია. ეს არის ევროკავშირის გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ. ეს არის გამარჯვება ქართველი ხალხის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის, მათ შორის, თბილისის გამარჯვება კორუმპირებული კალაძის წინააღმდეგ, რომელიც ამბობდა, რომ ჩალის ფასი აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

კანდიდატის სტატუსი მნიშვნელოვანია თბილისელებისთვის, ქართველი ხალხისთვის და ეს არის შანსი ევროკავშირისგან, რომ ქართველმა ხალხმა 2024 წელს შეცვალოს ხელისუფლება და სახლში გაუშვას რუსული რეჟიმი. დიახ, ეს არის შანსი, რომ შევქმნათ კოალიციური მთავრობა, პროევროპული მთავრობა, რომელიც გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის, რადგან ჩვენს ქალაქს, ქვეყანას და საქართველოს არც ერთ მოქალაქეს დასაკარგი დრო არ აქვს. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ უნდა გავწევრიანდეთ და ეს უნდა გავაკეთოთ ძალიან მალე.

სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის დამსახურებით საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე ქვეყანა მოლდოვასა და უკრაინაზე წინ, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ უკრაინას მივყავართ წინ. ჩვენ უნდა დავეწიოთ მოლდოვასა და უკრაინას და უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ჩვენ ამას გავაკეთებთ ძალიან მალე მიხეილ სააკაშვილთან და ქართველ ხალხთან ერთად.

ევროკავშირი არ არის მილანური შოპინგი, მილანური არდადეგები კორუმპირებული, პრივილეგირებული ერთეულებისთვის. ევროკავშირი არის შანსი ყველასთვის, რომ ჰქონდეს კეთილდღეობა, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, განათლების საუკეთესო სისტემა და ხარისხიანი ჯანდაცვა – აი, ეს არის ევროკავშირი, ეს უნდა მოვიპოვოთ ჩვენ და არა ის, რასაც ამბობს კალაძე და „რუსული ოცნება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები