LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიმურ ცხურბატი: ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადასცემენ

133

ჟურნალისტი ტიმურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გადასცემენ. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ზუსტად ვერ ვიტყვი, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ცხინვალის პროზექტურაშია. მას ქართულ მხარეს 18 მარტის,ანუ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების  შემდეგ დაუბრუნებენ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ყველაფერი”, – განაცხადა ჟურნალისტმა.

არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს ქართული მხარისთვის ჯერ არ გადაუცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები