LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Time–მა 2020 წელი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცუდ წლად დაასახელა

134
130408991-196458348750489-8881636419668040846-n

კორონავირუსის პანდემია, ეკოლოგიური პრობლემები და ბუნებრივი კატაკლიზმები  – გავლენიანმა ჟურნალმა Time–მა 2020 წელი ყველაზე ცუდ წლად აღიარა. გამოცემის ახალი ნომრის გარეკანი წითლად გადახაზული 2020 იქნება.

ჟურნალი დარწმუნებულია, რომ პლანეტის მოსახლეობას თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრი ნეგატიური მოვლენა უნახავს, თუმცა ასეთი „ცუდი წელი“ ყველაზე საშინელ სიზმარშიც არ დასიზმრებია.

„2020 რომ ფილმი ყოფილიყო, მას მხოლოდ 20 წუთი გაუძლებდით და აუცილებალდ გამორთავდით“ – ფიქრობს Time–ის მთავარი რედაქტორი.

დედამიწელები ნამდვილად არ იყვნენ მზად სტიქიური უბედურებებისთვის, რომელიც თავისივე ქმედებით გამოიწვიეს, ვირუსისთვის, რომელიც მხოლოდ ფილმში თუ გვინახავს. დაიღუპა მილიონობით ადამიანი და ცოცხლად გადარჩენილების ცხოვრება 360 გრადუსით შეიცვალა.

ბუნებრივია, ისტორიას კარგად ახსოვს ისეთი ნეგატიური მოვლენები როგორიცაა მსოფლიო ომი, დიდი დეპრესია, ,,ისპანკა”. თუმცა, თანამედროვე თაობას ეს ყველაფერი არ გამოუცდია და ამიტომ 2020 უპირობო ანტილიდერია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები