LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტილდა სუინტონი დემნა გვასალიას ბრენდის წითელ კაბაში (ფოტო)

272

ტილდა სუინტონი ამჯერად ესპანეთში Stiges-ის კინოფესტივალზე იმყოფება, სადაც ოსკაროსანი მსახიობი დემნა გვასალიას პირადი ბრენდის, „ვეტმანის“ კაბაში გამოჩნდა. სუინტონმა არჩევანი ბრენდის წითელი ფერის ულამაზეს პლისირებულ კაბაზე გააკეთა, რომელიც ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული.

დემნა გვასალიას კაბა „ვეტმანის“ გაზაფხულ-ზაფხულის 2019 წლის კოლეციიდანაა შერჩეული. ტილდა სუინტონმა კაბაში მცირე ცვლილება შეიტანა და დაშვებულის ნაცვლად, აკეცილი მკლავით წარსდგა წითელ ხალიჩაზე.

ტილდა ფესტივალის ფარგლებში ახალ ფილმს „სუსპირიას“ წარადგენს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები