LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკო ჩხეიძე: „ნუკრი თავის ტკივილთან დღემდე მარტოა და მე ჩემს ტკივილთან ვარ მარტო“

6042
tikochxeidze77

ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძის ოჯახმა მძიმე ტრაგედია გადაიტანა. სამი წლის წინ მათი ქალიშვილი, ტატა, 9 წლის ასაკში, დენის დარტყმისგან გარდაიცვალა.

თიკო ჟურნალ „სარკეს“ უზიარებს, თუ როგორ გადაიტანა მისმა ოჯახმა ეს მძიმე ამბავი.

თიკო ჩხეიძე:

„ნუკრი თავის ტკივილთან დღემდე მარტოა და მე ჩემს ტკივილთან ვარ მარტო“

„ჩვენი ქორწილიდან მეოთხე დღეს ჩემი ძმა დაიღუპა ავარიაში. მაშინ ნუკრის სიყვარული იყო მოტივაცია, რომ ეს ტრაგედია გადამელახა და ცხოვრება გამეგრძელებინა. მაშნ ბევრი მოითმინა, დამეხმარა… ტატას შემთხვევაშიც სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ალბათ, ბევრ რამეს ვერ მოვუთმენდით ერთმანეთს. რთულია ასეთი პერიოდის გავლა და ჯერ კიდევ ამ პროცესში ვართ…“

„ტატა გიჟდებოდა მალტაზე და ზუსტად იმ დღეებში ველოდებოდით ახალ კონტრაქტს. იქიდან პასუხი მაშინ მოვიდა, როცა ტატა აღარ გვყავდა და ნუკრიმ თქვა, რომ ტატას გარეშე იქ თამაში აღარ უნდოდა. საერთოდ დაანება ფეხბურთს თავი…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები