LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: “უმჯობესია, მას ჰკითხოთ”- რატომ აპირებდა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობის დატოვებას?

132
120761719-2057951377661946-3311420735286087896-n

გუშინდელი გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თანამდებობას ტოვებდა. თუმცა, მოგვიანებით ეს ინფორმაცია საავადმყოფოს პრესსამსახურმა უარყო.

საკითხთან დაკავშრებით საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მოტივი, რატომ აპირებდა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თანამდებობიდან წასვლას, მისთვის ცნობილი არ არის.

“მოტივი ჩემთვის არაა ცნობილი, უმჯობესია, მას ჰკითხოთ, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თანამდებობას არ ტოვებს“- განაცხადა ტიკარძემ.

დარწმუნებული ვარ, თენგიზ ცერცვაძე პაციენტებს, სახელმწიფოს და მის მინისტრს არ უღალატებს: ტიკარაძე