LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიკარაძე: საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება

54
ფდდჰ

ერთპიროვნულად არავინ წყვეტს ამ საკითხს,  – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებას, რომლის თანახმადაც სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მნიშვნელოვანია გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მოქალაქეებს მაქსიმალურად მიეწოდოთ ინფორმაცია, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვაქცინაცია.

„საჭიროა ვაქცინაციის პროცესის წახალისება და ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან მაქსიმალურად თავის შეკავება. ასეთია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია.

ჩვენ ვაწარმოებთ არაერთ სხვადასხვა ღონისძიებას, რომელიც, ძირითადად, დაყრდნობილია საინფორმაციო კამპანიასა და ვაქცინების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, რაც იძლევა გარკვეულ ეფექტს და ამ ეტაპზე ჩვენ იძულებითი ვაქცინაციის საფუძველს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

სავალდებულო ვაქცინაცია გადასაწყვეტად რთული საკითხია, ვფიქრობ, განხილვის საგანი გახდება: გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები