LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მომხმარებელი 90 წამში გახდებით, მობაილ ან ინტერნეტბანკიდან

139
a5 1190x840-2

აქ, ახლა – ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი ძალიან მარტივად, 90 წამში გახდეს და ამისათვის მას ფილიალში ვიზიტი და დამატებითი პროცედურების გავლა არ დასჭირდება.

ინოვაციური სიახლე თიბისიმ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად დანერგა. ციფრული მომსახურების და პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია, მით უმეტეს Covid 19-ის გამოწვევის ფონზე.

მობაილ ან ინტერნეტბანკიდან თიბისის მომხმარებლად დასარეგისტრირებლად, IOS /Andorid სისტემებში, მხოლოდ აპლიკაციის  – TBC BANK გადმოწერა ან ვებ-გვერდზე –   tbconline.ge რეგისტრაციაა საკმარისი. ინსტრუქციის მიხედვით იდენტიფიკაციის  გავლას  მხოლოდ 90 წამი დასჭირდება. დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელი თიბისის ანგარიშს ავტომატურად, ციფრული ბარათით გახსნის და მას სრულიად უსასყიდლოდ გაიაქტიურებს. ბარათით შესაძლებელი იქნება, როგორც ტერმინალებსა და ელ.კომერციაში გადახდა, ისე ბანკომატიდან თანხის განაღდება.

ამ დრომდე, თიბისის ანგარიშის გახსნა და მომხმარებლად დარეგისტრირება მხოლოდ ფილიალში ვიზიტით იყო შესაძლებელი.

სიახლის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს:  https://bit.ly/39dp3sU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები