Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა

520
გურია

ლანა ღლონტი 6 წლის წინ ოზურგეთის სოფელ მელექედურში საოჯახო მეურნეობას დაუბრუნდა და ჩაის წარმოება დაიწყო. მაშინ ფიქრობდა, რომ საქმიანობა დროებითი იყო, მაგრამ დღეს უკვე იცის, რომ გურიიდან არსად წავა და წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.

„როდესაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ჩვენი ოჯახის საკუთრებაში 1 ჰა ჩაის პლანტაცია იყო. დროთა განმავლობაში წარმოება გავაფართოვეთ და ახლა უკვე 6 ჰა ფართობზეა ჩვენი ჩაი გაშენებული. ჩვენთან დასაქმებული არიან ადგილობრივები, დაახლოებით 60-მდე ადამიანი, უმეტესად ქალბატონები. ჩაის ხელით ვკრეფთ და მხოლოდ სამ ფოთოლს, რაც ჩვენს მიერ წარმოებული ჩაის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს,“ – გვიყვება ლანა ღლონტი.

ჩაის ადგილზე, მიკროგადამამუშავებელ საწარმოში ამუშავებენ, რომლისთვისაც დანადგარები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოიტანეს. ეს გურული ჩაი სამი სახეობისაა და ქართულ ბაზარზე „პლანტაციის“ სახელით იყიდება. „პლანტაციამ“  წელს უკვე 3 ტონამდე მაღალი ხარისხის შავი, მწვანე და მოცვის ჩაი გამოუშვა.

თიბისის აგროკრედიტის დახმარებით ლანამ შეძლო სოფელ მელექედურში უფრო დიდი, 200 კვმ საწარმოს მშენებლობა დაეწყო, რომლის დასრულებასაც დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება. შესაბამისად, ფერმერის გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაა. ამას გარდა, ლანა ჟღენტი აპირებს, რომ კიდევ უფრო განავითაროს აგროტურიზმი, რის პოტენციალსაც არჩეული ბიზნეს სტრატეგია აძლევს.

„ახალი საწარმო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალი წლიდან წარმოება გავზარდოთ და 10 ტონამდე ჩაი დავამზადოთ. შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. ვაპირებთ გავაუმჯობესოთ სტანდარტი და ჩვენი ბრენდი „პლანტაცია“ საცალო გაყიდვაშიც გავიტანოთ. გარდა ამისა, ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის აგროტურიზმის მიმართულებით განვითარება. ამჟამად სტუმრების მიღება მცირე მასშტაბის სივრცეში შეგვიძლია. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესი დიდია, ჩვენი სახლის ეზოში კოტეჯის აშენება გადავწყვიტეთ, სადაც 10 ადამიანს მივიღებთ. აქ ჩამოსული სტუმრები ძირითად ჩაის კულტურით ინტერესდებიან, ზაფხულის პერიოდში ჩაის კრეფაში, გადამუშავებაში მონაწილეობენ და საღამოობით კი სპეციალურად მათთვის ჩაის დეგუსტაციასაც ვაწყობთ,“ – ამბობს ლანა ჟღენტი.

„პლანტაციის“ ჩაის, რომელიც განსაკუთრებული შეფუთვით – პატარა ტომრებით იყიდება, საქართველოში აუცილებლად ნახავთ სხვადასხვა გამოფენასა, თუ ფესტივალზე.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები