თიბისის მხარდაჭერით, ავლაბარში, იუსტინე აბულაძის #15-ში, დეველოპერული კომპანია „მაილინ ჯგუფის“ საცხოვრებელი კომპლექსი – „ავლაბარი რეზიდენს 2“ შენდება.
პროექტი 7000 კვ.მ ფართობ ტერიტორიას მოიცავს, სადაც შიდა რეკრეაციული სივრცე, მიწისქვეშა ავტოსადგომი, სპორტული და საბავშვო მოედნები მოეწყობა.
კომპლექსი გამოირჩევა ხელსაყრელი ადგილმდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურითა და სატრანსპორტო ხელმისაწვდომობით.
ღია სივრცის მოყვარულებს ფართო ტერასიანი ბინების შეძენის შესაძლებლობა აქვთ, პანორამული ხედით ძველ თბილისზე.
მშენებლობა მაღალხარისხიანი, ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს, რაც მომავალ მცხოვრებლებს კომუნალური ხარჯების შემცირების შესაძლებლობას მისცემს. ფასადი მოეწყობა ენერგოეფექტური სამშენებლო მასალებით, რაც ხმისა და თბოიზოლაციას უზრუნველყოფს. ბინებში გამოყენებული იქნება მაღალი ხარისხის, ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის ვიტრაჟული კარ-ფანჯარა ევროპული მექანიზმებით.
მცხოვრებლების უსაფრთხოების მიზნით სახლი აღჭურვილი იქნება ლიფტებით, რომლებიც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმუშავებს. ბინებში კი ცეცხლგამძლე, ლითონის შესასვლელი კარი დამონტაჟდება.
(R)