LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით Euromoney-სგან 2 ჯილდო მოიპოვა

455
თიბისი

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Euromoney, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, წელსაც დაასახელა საქართველოში ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მომწოდებლად.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთაშორისო დაფარვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური მიდგომები.

აღნიშნული ჯილდო თიბისის მიერ ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით განხორციელებული არაერთი პროექტის შედეგია. მათ შორის აღსანიშნავია თიბისი ბანკის და EBRD-ის ერთობლივი ტრანზაქცია, რომლის ფარგლებშიც თიბისიმ ფაქტორინგის დაფინანსებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად ფინანსური რესურსი მიიღო. ეს იყო პირველი შემთხვევა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში, როდესაც პარტნიორი ბანკისთვი, EBRD-მა ფაქტორინგის დაფინანსების რესურსი ადგილობრივ ვალუტაში გასცა.

„მოქნილი პროდუქტებით, თანამედროვე პლატფორმებითა და საერთაშორისო ბაზრებზე მსხვილი ფინანსური პარტნიორებით, სულ უფრო მეტ კომპანიას ვაძლევთ შესაძლებლობას იმპორტ-ექსპორტის პროცესში წარმატებით ჩაერთონ. ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით წლებია მსხვილი საერთაშორისო გამოცემები და ორგანიზაციები გვაჯილდოებენ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი პარტნიორების საჭიროებებზე  მორგებული ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები და მომსახურება ის ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო, რომლის დამსახურებითაც Euromoney-მ საქართველოში 2024 წლის საუკეთესო კორპორაციულ ბანკად დაგვასახელა“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით თიბისის ბაზრის წილი – 46%-ს, პორტფელი კი 2 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. თიბისის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 1000-ზე მეტი მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის და ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს.

2023 წელს თიბისი, აღნიშნული მიმართულებით, EBRD-ის, ADB-ის, Global Finance-ისა და Euromoney-ის ჯილდოების მფლობელი გახდა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები