LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისიმ AD BLACK SEA 2023-ზე ორი ჯილდო მოიპოვა

578
თიბისი

კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2023 დასრულდა. თიბისიმ ფესტივალზე ორი ჯილდო მოიპოვა. ის ოქროს გამარჯვებულად გამოვლინდა კატეგორიაში Film Craft კამპანიით „ზაფხულის ერთი დღე“. აღნიშნული კამპანია ფესტივალის ფავორიტ ნამუშევრადაც დასახელდა.

კამპანიის „ზაფხულის ერთი დღე“ ფარგლებში, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ჯაზმუსიკოსი ქალი გიული ჩოხელია. ამ კამპანიით თიბისი ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას, აუდიტორიისთვის ახალი სახით მიწოდებასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

ფესტივალის გამარჯვებულები წინასწარ შერჩეულმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სააგენტოები მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

გამარჯვებული ვიდეორგოლი იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები