თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს. წელს, ფესტივალის საიუბილეო, მეხუთე სეზონზე განსაკუთრებით საინტერესო პროგრამას და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გთავაზობთ.
ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. შესრულდება შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. 11-დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახეებს, როგორებიც არიან: მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.
მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ქართველი ვარსკვლავები: გიორგი გიგაშვილი და 13 წლის „ვუნდერკინდი“, ცოტნე ზედგენიძე. ორ კონცერტს გამართავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. სცენაზე ვიხილავთ მეცო-სოპრანო ირინა შერეზადაშვილს და პიანისტ ნინო ჟვანიას. მსახიობ ნინო კასრაძის პერფორმანსი: ჟან კოქტო – „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდლის ფესტივალს. წინანდლის ფესტივალის წიაღში 2019 წელს დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს წელს, მუსიკოსები 7 ქვეყნიდან – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თუქრმენეთი უერთდებიან.
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინოთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები 25%-მდე ფასდაკლებით და დაესწროთ წინანდლის ფესტივალს.
ნაკრებების შესაძენად, გთხოვთ დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე 032 2 27 27 00.
*თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, ფესტივალის ცალკეული ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ის ვებგვერდზე.