LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თიბისი ბანკი” კომუნალურ გადახდებზე საკომისიოს აღარ გააძვირებს

97

“თიბისი ბანკი” ინტერნეტ და მობაილბანკინგით კომუნალურ გადახდებზე საკომისიოს ტარიფს აღარ გააორმაგებს, განცხადებას ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ავრცელებს.

“გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თიბისი ბანკმა მიიღო ბევრი ნეგატიური კომენტარი და შეფასება მისი ერთგული კლიენტების მხრიდან. კომენტარები ეხებოდა ინტერნეტ და მობაილ ბანკში გაძვირებულ საკომისიოს კომუნალურ გადახდებზე.

ჩვენ გავიაზრეთ შექმნილი მდგომარეობა და პირველ რიგში, გვინდა ვუთხრათ მადლობა ყველას, ვინც ღიად დააფიქსირა თავისი მოსაზრება და დროულად დაგვაფიქრა მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

თიბისი ბანკის და მთელი ჩვენი გუნდისთვის უმთავრესი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის კლიენტის ლოიალობა და კმაყოფილება, რაც გვიბიძგებს მუდმივად დავხვეწოთ მომსახურების ხარისხი და ვიყოთ ამაში სამაგალითო!

ჩვენ გადავხედეთ მიღებულ გადაწყვეტილებას და შედეგად ვტოვებთ პირველად ტარიფებს უცვლელად.

მადლობა, რომ ხართ ჩვენი კლიენტები და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო – ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობის არის კლიენტის აზრი, რომელსაც ყოველთვის ვითვალისწინებთ!”- აცხადებს ბუცხრიკიძე.

3 დღის წინ  “თიბისიმ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერნეტ და მობაილბანკით შესრულებულ კომუნალურ და სხვა გადახდებზე 18 აპრილიდან საკომისიო გაიზრდებოდა და 0,5 ლარის ნაცვლად 1 ლარი იქნებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები