LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Thirty Second To Mars-ის წევრმა ბერასთან ერთად შეკვეთილში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

531
bera
საქართველოს, კერძოდ კი, შეკვეთილს როკბენდი Thirty Second To Mars სტუმრობდა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ჯარედ ლეტომ, ძმასთან, შენონთან ერთად წლების წინ ჩამოაყალიბა და მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელიც გაიჩინა, მათ შორის, საქართველოშიც. 13 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართულ კონცერტზე თითქმის ყველა მსმენელმა მათი რეპერტუარიდან კომპოზიციები ზეპირად შეასრულა.
ჯგუფის წევრები საქართველოში მეორე დღესაც დარჩნენ. მათ „პარაგრაფში“ დაისვენეს და საქართველოდან 15 აგვისტოს გაფრინდნენ.

ჯარედ ლეტოს ძმამ, შენონმა ახლახან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც ბერა ივანიშვილთან ერთად აქვს გადაღებული. პოსტზე მონიშნულია ბერას ოფიციალური გვერდი. ფოტოს უამრავი მოწონება აქვს.

 

View this post on Instagram

 

Good talk with Bera last night!

A post shared by SHANNON LETO (@shannonleto) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები