The Weeknd და ლილი-როუზ დეპი ახალ სერიალში, The Idol ერთიანდებიან. HBO-ს პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. მისი რეჟისორი Euphoria-ს შემქმნელი სემ ლევინსონია.
აღსანიშნავია, რომ კანადელი არტისტი The Weeknd, მსახიობის გარდა შოუს ერთ-ერთი სცენარისტი და აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. ეს მომღერლის პირველი სერიოზული როლია.
სცენარის მიხედვით, The Weeknd კულტის ლიდერის როლს მოირგებს, ლილი-როუზ დეპი კი პოპვარსკვლავის. სერიალის გამოშვება 2023 წელს იგეგმებოდა.
ფოტო: ჯონი დეპის ქალიშვილის ეპატაჟური გამოჩენა – 22 წლის ლილი-როუზი ბრწყინავს