Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
The Telegraph: ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივანი გახდეს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Telegraph: ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივანი გახდეს

79
ბორის

ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატოს გენერალური მდივანი გახდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის მაღალჩინოსნებმა მხარი დაუჭირეს ბორის ჯონსონის კანდიდატურას ნატოს მომავალი გენერალური მდივნის პოსტზე.

ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა.

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა ვაკანტური მომდევნო წლის სექტემბერში იქნება.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობა ენიჭება „აშშ-ის უნდობლობის გამო ევროკავშირის ნებისმიერი ფიგურის მიმართ, რომელიც დაიკავებდა პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით“.

ბრიტანეთში ასევე გამოითქვა ეჭვი ჯონსონის კანდიდატურის წარმატებასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამ იდეას ვეტოს დაადებს.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერი აღარ იქნება. 20 ივლისს პარლამენტს პრემიერის რანგში ბოლოჯერ მიმართა.

“მადლობა და Hasta la Vista, Baby!” – ბორის ჯონსონის გამოსამშვიდობებელი სიტყვები პარლამენტში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები