LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The New York Times: აშშ-ს დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ დარია დუგინას მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას… წყარო არ ასახელებს, გასცა თუ არა ნებართვა ზელენსკიმ

45
დარია დუგინა

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობის უკან უკრაინული მხარე დგას – The New York Times-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი ვარაუდობს, რომ ოპერაციის მთავარი სამიზნე, გამოჩენილი რუსი ნაციონალისტი, ალექსანდრ დუგინი იყო. ოფიციალურ პირს არ დაუსახელებია, უკრაინის ხელისუფლებიდან კონკრეტულად ვის მიერ იყო ავტორიზებული მისია და იყო თუ არა ნებართვა გაცემული პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არ გაამჟღავნეს უკრაინის მთავრობის რომელმა ნაწილმა დართო ნება ოპერაციას, ვინ განახორციელა თავდასხმა, ან მოაწერა თუ არა ხელი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნულ მისიას.

The New York Times სტატიაში, ასევე, აღნიშნულია, რომ უკრაინელთა მოტივი იყო იმის “ჩვენება, რომ რომ უკრაინას შეუძლია, ძალიან მიუახლოვდეს ცნობილ რუსებს“.

შეგახსენებთ, 21 აგვისტოს, მოსკოვის ოლქში ავტომობილი აფეთქდა, რომელიც რუსი ალექსანდრ დუგინის ქალიშვილს ეკუთვნოდა. დარია დუგინა ავტომობილში იმყოფებოდა და ის ადგილზე დაიღუპა.

როგორ დაემშვიდობა დუგინი ქალიშვილს – „ის დაიღუპა რუსეთის გამარჯვებისთვის“

ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს

“საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე.. მას ნამდვილი რუსული გული ჰქონდა – კეთილი, მოსიყვარულე და ღია” – ვლადიმერ პუტინი

“დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა” – რა ვერსიაზე მუშაობს რუსეთის „ეფ-ეს-ბე“

„ეს რუსულმა FSB-მ გააკეთა, ჩვენ ასე არ ვმუშაობთ, სხვა ამოცანები გვაქვს“ – რას ამბობს დანილოვი დუგინას მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები