LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Kanjozoku – იაპონური კულტურის ისტორია და ქართველი JDM-ელები

320

კვირას 11 სექტემბერს, როგორც დაანონსებული იყო,  ლისის ტბის მიმდებარე პარკინგზე  JDM Club Georgia-ს შეკრება გაიმართა. სანახაობა ნამდვილად შესანიშნავი გახლდათ, ულამაზესი ავტომობილები, გატუნინგებული ძრავები, ხმაური, იდეების გაცვლა-გამოცვლა და მოზღვავებული ადრენალინი, დამსწრე საზოგადოებას თავს იაპონიაში აგრძნობინებდა.

რას ნიშნავს JDM კულტურა? რა იმალება ამ ავტომობილების უკან? რატომ ირჩევენ JDM ავტომობილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენც ლისის ტბაზე ვიმყოფებოდით და რამოდენიმე „JDM-ელი“ (როგორც საკუთარ თავს ეძახიანი) გამოვკითხეთ.

 

ნიკა

JDM კულტურა არ ნიშნავს მხოლოდ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვას. თავად სიტყვა კულტურა მიგანიშნებს იმაზე, რომ ეს არის ზრდილობა, მოთმინება, დათმობა, რისი ნაკლებობაც განსაკუთრებით იგრძნობა გზებზე. გარდა განსხვავებული ავტომობილებისა, რაც საქართველოსთვის ნამდვილად უცხო ხილია, მათი მძღოლებიც განსხვავებულები არიან და ამაში ალბათ ნებისმიერი „ჭკუადმყოფელი“ დამეთანხმება. JDM კულტურა ეს თავად ავტომობილის სიყვარულია, მისი მოვლის, მუდმივად განახლების წყურვილი. ძალიან ბევრი რამ განასხვავებს იაპონური ავტომობილის მძღოლებს სხვა დანარჩენისგან. ერთ-ერთი ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი კი, თავად JDM ავტომობილია.

 

ლაშა

ამ ბოლო დროს ხშირად მესმის იაპონური ავტომობილების შესახებ ნეგატიური შეხედულებები, რაც ძალიან მაკვირვებს. თუმცა, როდესაც ქალაქში გამოვდივარ მოზღვავებულ ყურადღებას ვგრძნობ. იყო იაპონური კულტურის წარმომადგენელი ნიშნავს იყო როკ-ვარსკვლავი, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვგრძნობ. რაც შეეხება იმას, თუ რა არის JDM კულტურა პასუხი მარტივია : ეს კულტურაა, რომელიც საქართველოში არ არსებობს. რატომ ვირჩევ იაპონურ ავტომობილს? პირველ რიგში იმიტომ, რომ მიყვარს ავტომობილის მოვლა, 7 წელია რაც საჭესთან ვზივარ, მესამე იაპონური ავტომობილია და სწორედ მათ შემაყვარეს ავტომობილის მოვლა. ჩემი პირველი ავტომობილი Opel იყო, ძალიან სუფთა და მოვლილი, თუმცა ეს არ იყო ის, რაც მე მსურდა. რაც შეეხება მომდევნო 3 ავტომობილს აი მათზე შემიძლია ვთქვა, რომ თავი შემაყვარეს. აბსოლუტურად წვრილმან დეტალსაც კი ვაქცევდი ყურადღებას, რასაც Opel-ის დროს არც კი ვიმჩნევდი. სალონის განათებიდან დაწყებული პატარა ხმაურით დამთავრებული ყველაფერს ვაკონტროლებ და იცით? ეს ძალიან მსიამოვნებს და ჩემთვის JDM კულტურაც სწორედ ესაა! ეს კულტურა საქართველოში არასდროს მოკვდება! და ვერც ვერავინ შეძლებს მის აკრძალვას, შემოიღონ ტექ-პასპორტი, შეზღუდონ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი. ამით მხოლოდ მარცხენასაჭიან ავტომობილებს დააზარალებენ და უფრო მეტად გაართულებენ საგზაო მდგომარეობასაც!

 

 

ირინკა

ყველას ჰყავს მის ხასიათთან მიახლოებული ტიპის და მოდელის ავტომობილი, თუ ზუსტად გადმოვცემ აზრს Soulmate (სოულმეით). მის გაჩერებისას უკან რომ კმაყოფილებით იხედები  სანამ თვალს არ მოეფარება, ე.ი. სწორი ავტომობილი შეარჩიე. JDM მარკეტი კი ჩემს გემოვნებასთან ძალიან ახლოსაა, ფავორიტი მანქანების ალბათ 90% სწორედ იაპონიიდანაა წარმომავლობით. პროფრესიონალი არ ვარ, მაგრამ პირადი გამოცდილებით და შეხედულებით – ვიზუალური მხარით დაწყებული, მანევრირებით და პერფორმანსით დამთავრებული ყველაფერი მომწონს მათში, ჩემი მანქანის დაქოქვის წამიდან, ძრავის ჩაქრობამდე თითქოს სისხლი სხვაგვარად იწყებს მოძრაობას, გულისცემა ჩქარდება და თავს ბედნიერად ვგრძნობ, ჩემი JDM გოგო ბედნიერების ელექსირია. გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ სწორედ გემოვნებაა, რაც მუდმივი განხილვის საგანია. აქაც ასეა, მუდმივი ბრძოლა ამერიკულ კუნთებთან, თუ გერმანულ წარმომავლობასთან, რისი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, თუმცა ჩემი არჩევანი გავაკეთე და ძალიან კმაყოფილი ვარ ამით.

 

გიორგი

JDM კულტურა, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის აკრძალული. იმედია გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა იქნება. სწორედ ასეთი აკრძალვების გამო  JDM კულტურა მთელმა მსოფლიომ გაიცნო. სწორედ ეს აკრძალვები გამოარჩევს იაპონურ ავტომობილებს სხვა წარმომავლობის ავტომობილებისგან! ეს არ არის უბრალოდ კულტურა, ეს ცხოვრების სტილია, მუსიკაა, ურთიერთობა და მეგობრობაა. რატომ ვირჩევთ იაპონურ ავტომობილებს? იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენს ქვეყანას კი განსხვავებულობის ძალიან ეშინია. სწორედ ესაა ის, რის გამოც ებრძვიან მარჯვენასაჭიან ავტომობილებს.

 

 

და მართლაც რა არის JDM კულტურა? ამის შესახებ ერთ საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ იმ ადგილიდან, სადაც ეს კულტურა ჩაისახა. The Kanjozoku კლანი, სწორედ ერთ-ერთია ვინც წამოიწყო ეს კულტურა და დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოში საუკეთესო საავტომობილო კულტურის სახელს.  ჩვენი JDM Georgia-ს შეკრების სურათები და ვიდეოები კი შეგიძლიათ გალერეაში იხილოთ.

 

 

 

11990164_498589103635326_846167841_o
12064224_499092833584953_1567889271_n
12083896_499092706918299_641917720_n

12086930_499092683584968_1836331554_n

12122664_10207203175264995_7258874095294489233_n

12162879_498589526968617_584162608_o

12165668_499092866918283_219620660_n

12166621_499092663584970_1345032928_n

12167117_499090183585218_1208100793_n

12167194_499092700251633_1556958555_n

12167219_499092720251631_2130281781_n

12167399_499092810251622_1858029336_n

12167631_499092643584972_323840214_n

12167633_499092786918291_1679914055_n

12167683_499092743584962_1384275770_n

12167789_499092803584956_1355593552_n

12167860_499092693584967_1236382030_n

12168112_499092816918288_965375038_n

20151011_155517

20151011_155535

20151011_155623

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები