LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Guardian: საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრების კონტროლს ვერ ახერხებენ

123
[პოიჰყგფვგბჰჯკლ;'

საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მეხანძრე-მაშველები ტყის ხანძრების კონტროლს ვერ ახერხებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა და ხანძრის ჩაქრობის იმედი ჯერ არ არის.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 74 000 ჰექტარი დაიწვა, აქედან 13 000 ეროვნულ პარკში.

თურქეთის საზღვართან, ქალაქ ალექსანდროპოლის მახლობლად გავრცელებული ხანძრის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, სავარაუდოდ არალეგალი მიგრანტები, რომლებმაც საზღვარი თურქეთიდან გადმოკვეთეს.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ცეცხლის გაჩენის ბრალდებით 79 ადამიანი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები