LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Guardian: „ევროკომისია საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს“

119
Untitled design (2)

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში, რომელშიც საქართველოზეც იქნება საუბარი, რამდენიმე საათში გამოქვეყნდება. დოკუმენტის წარდგენამდე, გამოცემა The Guardian აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოსალოდნელია, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ევროკომისიამ გასცეს რეკომენდაცია გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებაზე.

Politico: „კარგი ამბავი თბილისისთვის, კომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს“

რადიო „თავისუფლება“: ევროკომისია გეგმავს განაცხადოს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით უნდა მიენიჭოს

სტატიაში საუბარია საქართველოზეც – როგორც გამოცემა წერს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს საქართველოსთვის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ცნობისათვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენცია ბრიუსელში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.

შალვა პაპუაშვილი – 8 ნოემბერს დაიბადა ილია ჭავჭავაძე, შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ დღეს ელოდება საქართველო ევროკომისიის შეფასებას ევროპულ მომავალზე

„12 პუნქტს დაამატებენ ახალ პირობებს.. სავარაუდოდ მოითხოვენ, რომ ქვეყანა შეუერთდეს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ“ – რიკარდ იოზვიაკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები