The Grand Tour-მა მარკ უებერს შოუში მთავარი როლი შესთავაზა, თუმცა რაღაც ისე არ მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო. ცნობილი საავტომობილო შოუს წამყვანებმა ფორმულა-1-ის ყოფილ მრბოლელს მსოფლიო ჩემპიონატი მოუწყვეს. მარკმა ტეს-პილოტის როლი მოირგო და მას Porsche 911 GT2 RS-ით ტრეკზე საუკეთესო შედეგი უნდა დაეფიქსირებინა. ამის შემდეგ „პორშეს“ ოფიციალურ სახეს იგივე mercedes-AMG GT R-ის საჭესთანაც უნდა გაეკეთებინა. უებერმა ტრასა ძალიან დაბალი სიჩქარით გაიარა და თან დაამატა, რომ ავტომობილს მეტი უბრალოდ არ შეეძლო. ვიდეოს ბოლოს კი მან მაყურებელს მადლობა გადაუხადა და ტრასა ღიმილით დატოვა. შეგახსენებთ, რომ შოუს ახალ სეზონს მაყურებელი 8 დეკემბერს იხილავს.