LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„The Daily Star”–მა ყველაზე ბიუჯეტური ტურისტული მიმართულებები დაასახელა

23

ყველაზე ბიუჯეტური ტურისტული მიმართულება ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაა.

ბრიტანული გამოცემის „The Daily Star”-ის ინფორმაციით, ასეთ დასკვნამდე პორტალი „Hoppa” მივიდა. საიტის ექსპერტებმა 84 ქვეყანა სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეისწავლეს და რეიტინგიც ამის მიხედვით შეადგინეს. მთავარ კრიტერიუმებს შორის კი საკვებისა და სასმელის ღირებულება, ცხოვრების ხარჯები, ტრანსპორტი და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები იყო. რაც შეეხება სოფიას, ორი მოგზაურისთვის იქ დასვენება მხოლოდ 46,7 დოლარი ეღირება და ამ საფასურში – სასტუმრო, ვახშამი, ღვინო, ყავა, ლუდი და ტაქსით გადაადგილება შედის.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის შემდეგ პოზიციებს ბუქარესტი, ანთალია და კიევი იკავებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები