LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Beatles-ის წევრებმა იაპონიაში ტურის დროს ნახატი დახატეს. ტილო 1,7 მილიონ დოლარად გაიყიდა

118
231219081510-the-beatles-images

ნახატი, რომელიც ლეგენდარული ჯგუფის The Beatles-ის წევრებმა ერთ-ერთი ტურის დროს ერთად დახატეს, Christie’s აუქციონზე იყო გამოტანილი. CNN-ის ინფორმაციით, ლოტმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და საბოლოოდ 1,7 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ნახატი 1966 წელს მუსიკოსებმა ტოკიოში ყოფნის დროს, კონცერტებს შორის შექმნეს. სულ რაღაც 3 დღეში მათ 5 შოუ ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა შუალედებში დრო ხელოვნებისთვის მაინც გამონახეს. ტილო აბსტრაქციონიზმის სტილშია შესრულებული და მასზე ჯგუფის ოთხივე წევრი მუშაობდა, შესაბამისად მას ოთხივე მათგანის ავტოგრაფი ამშვენებს.

როგორც აუქციონის სახლის წარმომადგენლები აზუსტებენ, ნახატის შექმნის დროს ჯგუფის ოთხი წევრი ოთხ კუთხეში დაჯდა და თითოეულმა რაღაც თავისის ხატვა დაიწყო. ფონზე კი სასიამოვნო მუსიკა უკრავდა.

საინტერესოა, რომ ლოტი ლეგენდარული მუსიკოსების მიერ შექმნილი ერთადერთი ერთობლივი ნახატია, ამიტომ მის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები