LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TF-X მომავლის ავტომობილი

49

მანამ სანამ Google და Apple თავიანთ თვითმავალ ავტომობილებს ტესტავენ და მის შექმნაზე მუშაობენ, კომპანია Terrafugia ავრცელებს ახალი თაობის ჰიბრიდული ავტომობილის TF-X-ის სარეკლამო ვიდეოს. რომელშიც ნაჩვენებია ავტომობილის შესაძლებლობები. თამამად შეგვიძლია ვქთქვათ, რომ TF-X მომავლის ავტომობილების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია.

როგორც ვოდეოშია ნაჩვენები, ავტომობილს თავისუფლად შეუძლია დანიშნულების მიზნამდე მგზავრები გადააფრინოს. ოთხ კარიანი, ფრთებიანი ჰიბრიდული ავტომობილი, ყოველგვარი საფრენი ბილიკის გარეშე მოახერხებს თქვენს გადაფრენას, მითითებულ ადგილზე. მთავარია სწორად მიუთითოთ მას დანიშნულების ადგილი. ხმოვანი ბრძანების მიღების შემდეგი, ავტომობილი ადგილიდან ფრინდება და ზრუნავს თქვენს უსაფრთხო გადაადგილებასა და დაშვებაზე.

ორი ელექტრო ძრავით აღჭურვილი TF-X -ი 500 მილის მანძილზე გადაადგილდება, ხოლო ძრავთა სიმძლავრე 300 ცხენის ძალაა.

ჯერჯერობით ეს ავტომობილი მხოლოდ კონცეპტის სახით არსებობს, თუმცა არ არის გამორიცხული ძალიან მალე, მისი სერიული მოდელიც ვიხილოთ. თუმცა სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა უახლოესი ათწლეულის განმავლობაში მსგავსი ტიპის სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდეს.

 

https://www.youtube.com/watch?v=wSvGSnOQms8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები