LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების შესახებ განაცხადა – რას მოიცავს 270 მილიონ დოლარიანი პაკეტი

72
რაკეტტტა

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ახალი 270 მილიონი დოლარის პაკეტი მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებს და ტაქტიკურ დრონებს.

კირბის თქმით, უახლესი პაკეტით, უკრაინასადმი აშშ-ის დახმარება 8,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

მედიის ცნობით, ახალ პაკეტში შედის: ოთხი ერთეული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის, 105 მმ-იანი საბრძოლო მასალის 36000 ტყვია, 3000 ერთეული ჯავშანტექნიკა, სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა. ასევე 580-მდე Phoenix Ghost ტაქტიკური უპილოტო საჰაერო სისტემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები