LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი: ირანი რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი იარაღის მიყიდვას განიხილავს – იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან

33
ირანული დრონები

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით, აშშ გააგრძელებს სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ისე ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე.

ამის შესახებ ჟან-პიერმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი დრონებს ირანისგან იღებს.

„საჯაროდ ვაცხადებთ, რომ რუსეთმა ირანისგან დრონები მიიღო და რომ რუსი ოპერატორები ირანში ამ სისტემის გამოყენებას სწავლობენ. არსებობს მათი გამოყენების მტკიცებულებები როგორც სამხედრო, ასევე, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ.

ამავდროულად, ირანი განიხილავს კიდევ უფრო მეტი იარაღის მიყიდვას [რუსეთისთვის] იმ შეჭრის მხარდასაჭერად, რომელსაც როგორც თავად ამბობენ, ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას როგორც რუსეთის, ასევე, ირანული იარაღით ვაჭრობის სფეროებზე.“ – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას უკანასკნელ დღეებში უარყოფს. ცნობისთვის, რუსეთმა ირანული საბრძოლო დრონები ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში შეიძინა და მას შემდეგ უკრაინაში აქტიურად იყენებს.

ოლექსი დანილოვი: უკრაინელი მებრძოლები ირანული დრონების 85-90%-ს ანადგურებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები