LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლი: ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს, წერტილი

169
თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერი ჟან-პიერი აცხადებს, რომ თეთრი სახლი არ უჭერს მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

„უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი“ – ჯეიმს კლევერლი მოსკოვში დრონებით თავდასხმაზე

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთის შიგნით თავდასხმებს. სულ ეს არის. წერტილი“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა.

ცნობისათვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლიდანაც ხუთის ჩამოგდება შეძლეს.

უკრაინა კი თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფს.

პუტინი: კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთისა და მისი მოქალაქეების დაშინების გზა – ეს ტერორისტული საქმიანობის აშკარა ნიშანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები