ლონდონში ფილმ „ქუჩის კატა ზედმეტსახელად ბობი“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც ბრიტანული ბომონდი ესწრებოდა.
საღამოზე განსაკუთრებული ყურადღება კეიტ მიდლტონმა მიიპყრო. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კეიტი უზადო გემოვნების მაგალითია და ჰერცოგინიამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
მას თეთრი მაქმანებიანი კაბა ეცვა Self Portrait-ის კოლექციიდან, რომელსაც MIU MIU-ს ქლაჩი და Gianvito Rossi-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოუხდინა. კრიტიკოსებმა კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ პრინც უილიამის მეუღლე ძალიან გემოვნებიანი და დახვეწილია.