ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ თეთნულდზე ზაფხულის სეზონი გახსნა.
სვანეთში არსებული კურორტი თეთნულდი პირველად უმასპინძლბს ვიზიტორებს ზაფხულში. საბაგიროები ყოველდღიურ რეჟიმში 10:00 საათიდან 16:30 საათამდე იმუშავებს.
კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კმ-ში მდებარობს.
დამსვენებლებს თეთნულდზე სავარძლის ტიპის ოთხი საბაგირო დახვდებათ. საბაგიროს მეშვეობით კი შესაძლებელია ზღვის დონიდან უმაღლეს წერტილზე 3160 მეტრის სიმაღლეზე მოხვედრა, სადაც თეთნულდისა და უშბის ულამაზესი ხედებია.
რაც შეეხება კურორტ ჰაწვალს, ის უკვე თვეზე მეტია მასპინძლობს ვიზიტორებს. ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, სადაც დამსვენებლებს ორი საბაგირო ემსახურება. საბაგიროები ყოველდღე 10:00 საათიდან 17:30 საათამდე მუშაობს.