თეთნულდზე უკრაინელი ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დილიდან ისევ განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ვერტმფრენი თბილისიდან მესტიის მიმართულებით 07:00 საათზე გაფრინდა. მათივე ინფორმაციით, აქამდე ვერტმფრენი რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მესტიამდე მისვლას ვერ ახერხებდა.
შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე რამდენიმე დღის წინ ორი უკრაინელი ტურისტი დაიკარგა. მაშველებმა ერთ-ერთი მათგანის უვნებლად გამოყვანა შეძლეს. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, სამაშველო ოპერაციის გაგრძელება ვერ მოხერხდა.