თეთნულდზე სამთო-სამაშველოს მაშველებმა ორი უკრაინელი ტურისტის ადგილმდებარეობა დაადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა და რთულად მისადგომი რელიეფის გამო, ჯერ ადგილზე მისვლა ვერ ხერხდება.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი და სამთო-სამაშველო ჯგუფი.
უწყების ცნობით, ტურისტთა რვაკაციანი ჯგუფი თეთნულდზე, ზღვის დონიდან 4200-მეტრზე იმყოფებოდა, როდესაც ორი ტურისტი ჯგუფს ჩამორჩა და დაიკარგა.