დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში უკვე შემოვიდა იმ ტესტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც კოვიდ 19-ის ანალიზის პასუხს 45 წუთში ადგენს. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტების ტექნოლოგიები მსოფლიოში სწრაფი ტემპით იხვეწება.
"ვიყიდით, გავაკეთებთ - სულ ეს გვესმის, დაიღალა ხალხი... სად არის მასობრივი ტესტირება, ასე დააგვიანა იტალიამაც"
"გვახსოვს სამხრეთ კორეაში როგორ სწრაფად მოხდა ამ ტესტების გამოყენება. მანქანებს აჩერებდნენ და ყველას უღებდნენ ანალიზს".
“ოქროს სტანდარტი ამ დაავადების დიაგნოსტიკის არის მოლეკულური ტესტები. ე.წ. PCR ტექნოლოგიები, რომელთა კლასიკური მეთოდოლოგია სულ უფროდაუფრო იხვეწება, ხდება უფრო სწრაფი. მაგალითად, ჩვენ უკვე გვაქვს 1500 PCR ტექნოლოგიაზე დამყარებული ჯინ ექსპერტის მანქანებზე დამყარებული ტესტი, რომელიც 45 წუთში იძლევა პასუხს და ის ორ კლინიკას უკვე გადავეცით, სადაც ეს მანქანები დგას, სადაც სასწრაფოდ დასადგენ დიაგნოზს ამ ტესტით დაადგენენ.
გარდა ამისა, არის ანტისხეულების ე.წ. სწრაფი ტესტები “აი ჯი ჯი” და “აი ჯი ემ”, რომელიც ჯერჯერობით არც ერთ გაიდლაინში არ ითვლება სარწმუნოდ,” – ამბობს ამირან გამყრელიძე.