Tesla Model 3–ის მფლობელები უჩვეულო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, სავარძლები, კონკრეტულად კი თავის მისადები ადგილი იჭმუჭნება. თუმცა, მწარმოებელი ამ პრობლემას დეფექტად საერთოდ არ თვლის.
Model 3–ის „ბედნიერი“ მფლობელები სხვადასხვა ინტერნეტ–ფორუმებზე გაერთიანდნენ და საერთო სატკივარზე ჩივიან. წინა სავარძლების თავის მისადებები ისე იჭმუჭნება, თითქოს დადნაო. პრობლემის მოსაგვარებლად ერთადერთი გზა დაზიანებული დეტალის მთლიანად გამოცვლაა, რაც დაახლოებით 370 დოლართანაა დაკავშირებული.
„ტესლა“ დაჭმუჭნულ საზურგეს დეფექტად არ თვლის და მთელ პასუხისმგებლობას მეპატრონეებს აკისრებს. სინთეტიკურ ტყავს ფორმის შესაცვლელად გარკვული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება სჭირდება, ამ ნივთიერებებს კი ბევრი რამე შეიცავს, მაგალითად, თმის ჟელე. ამიტომ თუკი მსგავსი პრობლემა წამოიჭრა ნამდვილად ავტომფლობელთა ბრალია. სავარძელს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება და სხვა შემთხვევაში შესაძლოა ყველაფერი ცუდად დასრულდეს.